„მაიამის“ ჩალმერსის მოშორება სურს

„მაიამი ჰიტის“ ხელმძღვანელობას გამთამაშებელ მარიო ჩალმერსის გაცვლა სურს, რათა ხელფასებზე ნაკლები დახარჯოს და აქედან გამომდინარე, ზედმეტი ხარჯების თავიდან აიცილოს.

ამის გამო კლუბი, მზადაა, ჩალმერსთან დაკავშირებული ნებისმიერი წინადადება მიიღოს, იტყობინება „ Florida Sun-Sentinel“-ი.

აქამდე თავად ჩალმერსმა განაცხადა, რომ „ჰიტის“ შემადგენლობაში დარჩენა სულს. გასულ სეზონში მარიოს საშუალო მონაგარმა ერთ შეხვედრაში 10,2 ქულა და 3,8 გადაცემა შეადგინა.

„მაიამი“ ერთ-ერთი ლიდერის გაშვებაზე ფიქრობს

„მაიამი ჰიტის“ ხელმძღვანელობა გამთამაშებელ მარიო ჩალმერსის გაცვლას ცდილობს, რათა ხელფასის ხარჯები შეამციროს. ამის შესახებ „ Miami Herald“-ის ჟურნალისტები წერენ. მოთამაშის კონტრაქტი ერთ წელიწადში იწურება, მისი ყოველწლიური ხელფასი კი 4,3 მილიონ დოლარს შეადგენს.

29 წლის ჩელმერსი „ჰიტში“ NBA-ში მთელი თავისი კარიერის განმავლობაში თამაშობს. განვლილის ეზონის რეგულარულ ჩემპიოანტში ჩატარებულ 80 მატჩში სათამაშო დროის 30 წუთში მისმა საშუალო მონაგარმა 10,2 ქულა და 3,8 გადაცემა შეადგინა.

ჩალმერსის „ბაზერ-ბიტერი“ – დღის საუკეთესო ეპიზოდები

წარმოგიოდგენთ ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის მორიგი სათამაშო დღის საუკეთესო მომენტების ამსახველ ვიდეოს.