“მანჩესტერ სიტის” მაისურზე მთვარეს გამოსახავენ (ფოტოები)

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა სურათები, რომელზეც აღბეჭდილია, თუ როგორი იქნება მომდევნო სეზონისთვის “მანჩესტერ სიტის” საშინაო და საგარეო ფორმა.

საშინაო მაისური ტრადიციულ ცისფერ ფერშია გადაწყვეტილი, საყელო კი კვლავ თეთრი ფერისა იქნება.

საგარეო ფორმა მუქ ლურჯ ფერში გადაწყდა, ზედ მთვარეც იქნება გამოსახული. შეგახსენებთ, რომ “სიტის” ფანებს საკუთარ ჰიმნად 1934 წელს დაწერილი სიმღერა “ლურჯი მთვარე” აქვთ არჩეული.

ამ ორივე ფორმას ოფიციალურად ივლისში წარმოადგენენ, მესამე ფორმის პრეზენტაცია კი სექტემბერში გაიმართება.

Manchester City home kitManchester City away kit