იოვეტიჩი “ინტერს” მიუახლოვდა

“მან.სიტის” თავდამსხმელი, სტევან იოვეტიჩი შესაძლოა, იტალიაში დაბრუნდეს.

Sky Sport Italia იუწყება, რომ “ნერაძურიმ” მიაღწია შეთანხმებას მონტენეგროს ეროვნული ნაკრების წინახაზელთან.

სავარაუდოდ, იოვეტიჩი მომდევნო სეზონს “ჯუზეპე მეაცაზე” არენდის წესით გაატარებს და თუ იტალიელები დაკმაყოფილდებიან, მაშინ მათ ჯიბის შეთხელება 18 მილიონით მოუწევთ.

მიმდინარე სეზონში, პრემიერ ლიგაში იოვეტიჩმა 17 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და გააკეთა სამი საგოლე გადაცემა.

“ინტერი” იოვეტიჩს უმიზნებს

“ინტერმა” “მანჩესტერ სიტიდან” სტევან იოვეტიჩის გადაბირებაზე დაიწყო მუშაობა. ფეხბურთელის აგენტმა, ფალი რამადანიმ მილანური კლუბის წარმომადგენლებთან შეხვედრა უკვე გამართა.

“ინტერი” მოთამაშეს 4-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ, რომლის ფარგლებშიც იოვეტიჩი ხელფასის სახით 3,5 მილიონ ევროს აიღებს. მილანელებს მოთამაშის დამატება ჯერ იჯარის წესით სურთ, შემდეგ კი მის გამოსყიდვას 18-20 მილიონად აპირებენ.