„ლივერპულის“ ყოფილი მცველი ჯეიმი კარაგერი რაჰიმ სტერლინგს „არსენალში“ გადასვლას არ ურჩევს.
„დარწმუნებული არ ვარ, რომ ის „არსენალის“ ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად მოხვდება. სტერლინგისთვის „ლივერპული“ საუკეთესო ადგილია. ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე „არსენალს“ ჟირუ ჰყავს, ათიანის ადგილს კი მესუთ იოზილი იკავებს. კასორლასა და სანჩესის დავიწყებაც არ შეიძლება. ამიტომაც, სტერლიგს მარჯვენა ფლანგისთვის ბრძოლა მხოლოდ უელბეკთან და უოლკოტთან შეუძლია.
მსგავს მაგალითებს „მანჩესტერ სიტიდან“, „რეალიდან“ და „ბაიერნიდანაც“ მოვიყვანდი. კარიერის ამ მომენტისთვის სტერლინგი „ლივერპულში“ უნდა დარჩეს“, – განაცხადა ჯეიმიმ.