კვერკველიას “რუბინი” “ზენიტს” დაუზავდა

რუსეთის პრემიერლიგის 23-ე ტურში ყაზანის “რუბინი” პეტერბურგში ადგილობრივ “ზენტის” დაუბრუნდა (1:1).

ტრადიციულად ყაზანელთა სასტარტოში იყო საბა კვერკველია, რომელმაც მატჩი სრულად ჩაატარა და 61-ე წუთზე ყვითელი ბარათიც მიიღო. შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია “რუბინის” კიდევ ერთი ქართველ მცველს, მამუკა კობახიძეს.

23-ი ტური შემდეგ ყაზანეთლთა აქტივში 40 ქულა და სატურნირო ცხრილის მე-5 პოზიციაა.

კვერკველიამ მოიგო, ანანიძემ ორი ქულა დაკარგა

რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურში ყაზანის “რუბინი” პერმის “ამკარს” ესტუმრა და სამი უპასუხო გოლი გაუტანა. ყაზანელთა შემადგენლობაში ტრადიციულად ძირითადში იყო საბა კვერკველია, რომელამც ყვითელი ბარათიც მიიღო. “რუბინის” კიდევ ერთი ქართველი მცველი, მამუკა კობახიძე კი სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა.

ანანიძის “სპარტაკმა” კი ქულები საკუთარ მეოდანზე, “ყუბანთან” შეხვედრაში დაკარგა, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა. ჯანომ მატჩი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მხოლოდ უკანასკნელი 3 წუთი ითამაშა.