“სტოკ სიტის” ნახევარმცველმა ჩარლი ადამმა ინგლისის პრემიერლიგის 31-ე ტურში ლონდონის “ჩელსის” კარში გატანილ შესანიშნავ გოლზე ისაუბრა. შოტლანდიელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ საკუთარი ნახევრიდან ტიბო კურტუას კარში შეგნებულად დაარტყა.
“მე მთელი მატჩის განმავლობაში კარს ვუყურებ. იმ მომენტში ჩემ წინ დიდი სივრცე იყო, მოსაფიქრებლად საკმაო დრო მქონდა და მეც დარტყმა გადავწყვიტე. ამ გოლმა თამაშში დაგვაბრუნა, თუმცა სამწუხაროა, რომ მაინც დავმარცხდით. პირადად ჩემთვის ბრწყინვალე გოლია. გული დამწყდა, რომ კურტუა ბურთს შეეხო. გულდასაწყვეტია ისიც, რომ დავმარცხდით”, – ადამის სიტყვები “სქაი სპორტსმა” გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, რომ მატჩი “ჩელსის” გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.