„კლიპერსმა“ სტივენსონი ჯეფ გრინზე გაცვალა

როგორც „ტვიტერზე“ „იაჰუ სპროტსის“ მიმომხილველმა მარკ სპირსმა დაწერა, „ლოს-ანჯელეს კლიპერსმა“ უკანახაზელი ლენს სტივენსონი „მემფის გრიზლისში“ გაცვალა და, კომპენსაციის სახით, უნივერსალური ფორვარდი ჯეფ გრინი მიიღო.

შეგახსენებთ, რომ სტივენსონი კალიფორნიაში „შარლოტ ჰორნეტსიდან“ გადაბარდგდა, თუმცა დოკ რივერსის გუნდში ადგილი ვერ დაიმკვირდა – საშუალოდ, 15,8 წუთში მისმა მონაგარმა 4,7 ქულა და 2,5 მოხსნა შეადგინა.

გრინმა, რომელიც აქამდე რივერსთან „ბოსტონ სელტიკსში“ მუშაობდა, მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატში 53 მატჩი ჩაატარა, რომელშიც მისი საშუალო მაჩვენებელი 29,1 წუთში 12,2 ქულა და 4,5 მოხსნაა.

ჯეფ გრინმა „მემფისში“ დარჩენა გადაწყვიტა

„იაჰუ სპორტსი“ „მემფის გრიზლისის“ ფორვარდის ჯეფ გრინის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც წყარო წერს, კალათბურთელმა არსებულ კონტრაქტში ერთ-ერთი პუნქტის გამოყენება გადაწყვიტა, რომლის მიხედვით, კოტნრაქტის ერთი წლით გახანგრძლივების უფლება აქვს.

2015/16 წლების სეზონში გრინი ხელფასის სახით 9,2 მილიონ დოლარს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ გრინი „მემფისს“ იანვარში შეუერთდა.

ჯეგ გრინის ლამაზი ჩატენვა (ვიდეო)

„ვაშინგტონთან“ მატჩში „მემფისის“ ფორვარდმა ჯეფ გრინმა ბურთი მეტოქიე ფარში ლამაზად ჩატენა, როდესაც მეტოქის ნახევარზე შეიჭრა და კევინ სერაფინს აჯობა.

ცნობისთვის, „ვაშინგტონმა“ ანგარიშით 92:83 მოიგო.