„უტრეხტი“ „აიაქსს“ 12 ფეხბურთელით ეთამაშა (ვიდეო)

„აიაქსთან“ ჰოლანდიის ჩემპიონატის მატჩში „უტხრეხტის“ ნახევარმცველმა ადუერ დიუპლანმა პირველი ნეხევრის შუა ნაწილში ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც ის მოედანზე ტომი ოარმა შეცვალა. კურიოზული სწორედ ეს მომენტი აღმოჩნდა, რადგან დიუპლანმა ვერ დაინახა, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მის ნაცვლად სხვა ფეხბურთელი გამოიყვანა, რის გამოც „უტხრეხტი“ რამდენიმე წამის განმავლობაში მოედანზე 12 ფეხბურთელით იყო.

ცნობისთვის, მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.