“ლიონის” გურკუფის მომავალი არ გადაუწყვიტავს

საფრანგეთის ერთ-ერთი წამყვანი გუნდის პრეზიდენტმა, ჟან-მიშელ ოლამ არ იცის, როგორი იქნება იოან გურკუფის ბედი მომავალი სეზონისთვის.

სიტუაცია საკმაოდ რთულია – 28 წლის ნახევარმცველს სეზონის ბოლოს გუნდთან ხელშეკრულების ვადა ეწურება. ახლა ის გუნდში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია, მაგრამ ჩემპიონაში მხოლოდ რვა მატჩი ჩაატარა.

ჭორებმა გურკუფი “ბორდოს” დაუკავშირეს, ხოლო გერმანიაში დორტმუნდის “ბორუსიას”.

“ამ ეტაპზე ყველაფერი იდეალურადაა. გურკუფი, ჟინიაკის(მარსელი) მსგავსად, ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება. დანარჩენი თავად უნდა აირჩიოს. თუ ჩვენ დავასრულებთ გათამაშებას ჩემპიონთა ლიგის ზონაში, იოანთან გამომშვიდობება გაგვიჭირდება,”-განაცხადა ოლამ L’Equipe-თან ინტერვიუში.