“უიგან ატლეტიკის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე კლუბის ყოფილი მცველი გარი კოლდუელი დაინიშნა.
32 წლის შოტლანდიელმა აღნიშნულ პოზიციაზე მაკლი მაკკეი შეცვალა, რომელიც კლუბიდან რამდენიმე დღის წინათ გაათავისუფლეს.
კოლდუელი “უიგანის” ღირსებას 2010-დან 2015 წლამდე იცავდა, თუმცა წლევანდელ სეზონში ტრავმის გამო არ უთამაშია.
გარი კოლდუელისთვის “უიგანში” მუშაობა პირველი სამწვრთნელო გამოცდილება იქნება.