ნაკრებში სათამაშოდ გავლილი 15 ათასი კილომეტრი (ფოტო)

შოტლანდიური “პატრიკ სისლის” თავდამსხმელმა ლაილ ტეილორმა მონტსერატისა და კიურასაოს ნაკრებებს შორის გასამართ მატჩში მონაწილეობის მისაღებად დიდი თავგადასავალი გამოიარა. კერძოდ, მონტსერატის გუნდის წევრმა 15 ათასი კილომეტრი იფრინა და 12 სხვადასხვა თვითმფრინავი გამოიცვალა იმისთვის, რომ დანიშნულების ადგილზე ჩაფრენილიყო.

შეხვედრა კიურასაოს ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. მონტსერატის ნაკრების რიგებიდან ერთადერთი გოლი სწორედ ტეილორმა გაიტანა, რომლისთვისაც ეს პირველი სანაკრებო მატჩი გახლდათ.

“11 დღის განმავლობაში 12 თვითმფრინავი და ორი ბორანი გამოვიცვალე. ამ ხანგრძლივ მოგზაურობას ჩემთვის ხელი არ შეუშლია. მე იმ ქვეყნის ნაკრებში თამაშის შესაძლებლობა მომეცა, საიდანაც არის ჩემი ოჯახი”, – ციტირებს ტეილორის სიტყვებს “დეილი რეკორდი”.

Journey