„ინტერის“ ყოფილამა პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ ერიკ ტოხირისგან მილანური კლუბის დაბრუნების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია უარყო.
„მე ტოხირის მხარდამჭერი ვარ. იმედია, მას ყველაფერი კარგად ექნება. ამ ადამიანს „ინტერთან“ ერთად წარმატების მისაღწევად ყველაფერი აქვს. ვიცი, რომ კლუბისთვის ის ბევრს აკეთებს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ინტერის“ გამოსყიდვას ვაპირებ, სიმართლეს არ შეესაბამება. დიახ, როგორც გულშემატკივარს, კლუბი მაკლია, მაგრამ მისი დაბრუნების შესაძლებლობა არ არსებობს“, – განაცხადა მორატიმ.