პორნოვარსკვლავი კოკორინს 5 გოლის სანაცვლოდ 16-საათიან სექსმარათონს სთავაზობს

მოსკოვის “დინამოს” თავდამსხმელ ალექსანდრ კოკორინს პორნოვარსკვლავი 16-საათიან სექსმარათონს სთავაზობს.

ალინა იერმენკომ, რომელიც პორნოინდუსტრიაში ალინა ჰენესის სახელით არის ცნობილი, რუსული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში კოკორინს გარეგნობაში 10-დან 10 ქულა დაუწერა.

“ფეხბურთი პორნოს ჰგავს, რადგან სიმპათიური ბიჭები მრავლად არიან. თუ ამ სეზონის დასრულებამდე კოკორინი კიდევ ხუთ გოლს გაიტანს, მე მას მადლობის ნიშნად 16-საათიან სექსმარათონს ვპირდები”, – თქვა იერმენკომ.

ცნობისთვის, ალექსანდრ კოკორინს რუსეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 19 მატჩში შვიდი გოლი აქვს გატანილი. მოსკოვის “დინამოს” სეზონის დასრულებამდე რვა შეხვედრა დარჩა.