“ჩელსის” “ტოკიოს” ფორვარდი სურს

ლონდონური კლუბი იაპონელი ფეხბურთელის, იოსინორი მუტო შეძენას აპირებს.

“დიახ, “ჩელსისგან” მუტოს ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური წინადადება მივიღეთ. თუმცა, გადაწყვეტილი ჯერჯერობით არაფერია” – განაცხადა “ტოკიოს” წარმომადგენელმა.

ამბავს თავად ფეხბურთელიც გამოეხმაურა: “ასეთი კლუბის ინტერესით ძალიან გახარებული ვარ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია”.

Sky Sports-ის ცნობით 22 წლის იაპონელის სატრანსფერო ღრებულება 4 მილიონი გირვანქაა.