გიგზმა ძმას ბოდიში მოუხადა იმისთვის, რომ რვა წელი მის ცოლთან ეძინა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფეხბურთელი რაიან გიგზი საკუთარ ძმასთან ურთიერთობის აღდგენას ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის გაზაფხულზე მთელი მსოფლიო შოკში ჩააგდო იმ ფაქტის გამჟღავნებამ, რომ გიგზსა და მისი ძმის მეუღლეს რომანი ჰქონდათ გაბმული. “მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარული ფეხბურთელი რვა წლის განმავლობაში ატყუებდა არამხოლოდ მეუღლეს, არამედ საკუთარ ძმასაც.

ამ ამბის გამძღავნების შემდეგ გიგზი ცოლმა მიატოვა, ფეხბურთელთან ძმამაც გაწყვიტა ურთიერთობა. ძმები ამ დრომდე არ ურთიერთობენ.

სკანდალური ამბიდან ოთხი წლის შემდეგ გიგზი ძმასთან ურთიერთობის აღდგენას ცდილობს. მან ბოდიში უკვე მოიხადა.

რამდენიმე კვირის წინათ ძმები მანჩესტერის ერთ-ერთ ბარში ერთად შენიშნეს. წამყვანი ინგლისური გამოცემები წერენ, რომ ძმებს შორის ურთიერთობის აღდგენამდე ჯერ კიდევ შორია.