დღეს, პირველ ლიგაში 29-ე ტურის შეხვედრები გაიმართა. ა ჯგუფში ფავორიტებმა დაგეგმილი გამარჯვებები მოიპოვეს. ბათუმში გასამართი “ადელისა” და “საბურთალოს” შეხვედრა კი მოედნის ცუდი მდგომარეობის გამო გადაიდო.
საინტერესოდ განვითარდა მოვლენები ბ ჯგუფში, სადაც თერჯოლის “საპოვნელამ” ოზურგეთის “მერცხალს” სძლია და უმაღლესი ლიგის საგზური გათამაშების დასრულებამდე 7 ტურით ადრე გაიფორმა. ჯგუფში “ბორჯომსა” და “გაგრას” შორის დაძაბული ბრძოლა მიმდიანრეობს მეორე პოზიციისთვის. დღეს, ორივე გუნდმა საკუთარი შეხვედრა ფრედ დაასრულა და “ბორჯომის” 4-ქულიანი უპირატესობაც შენარჩუნდა.
ა ჯგუფი
სასკო 1-1 ჩხერიმელა
ჭიათურა 1-0 სტუ
ლაზიკა 2-0 მაჭახელა
სამგურალი 0-1 ლოკომოტივი
ადელი – საბურთალო გადაიდო
ბ ჯგუფი
საპოვნელა 3-1 მერცხალი
ბორჯომი 2-2 ხობი
გაგრა 2-2 სქური
მეშახტე 3-0 დინამო 2 ტექნიკური შედეგი
12/05/15
ბეთლემი – ალგეთი