ჰოლანდიური გამოცემა De Telegraaf-ის ცნობით, არნემის “ვიტესის” მცველი უოლას ოლივეირა დოს სანტოსი სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
ინციდენტის დეტალები არ ხმაურდება. ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ფაქტი არნემის ერტ-ერთ რესტორანში მოხდა. 20 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი ლ;ონდონის “ჩელსის” ეკუთვნის, “ვიტესში” კი იჯარის წესით თამაშობს.
ჰოლანდიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში უოლასმა 15 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.