პოლიციამ „ნიცას“ მცველი დიავარა დააკავა

„ნიცას“ ფეხბურთელი სულეიმან დიავარა, ძმასთან და სამ პირთან ერთად საფრანგეთის პოლიციამ დააკავა.

როგორც გაირკვა, 36 წლის ფეხბურთელი ბოროტმოქმედების მსხვერპლი გახდა, რის შემდეგაც საქმეში გარკვევა თავად სცადა, მოგვიანებით კი, კონფლიქტის მონაწილეები პოლიციამ დააკავა.

დიავარა „ნიცაში“ 2014 წელს „მარსელში“ ხუთი გატარებული წლის შემდეგ გადავიდა. აქამდე ის ასევე „ბორდის“, „სოშოს“, „ავრისა“ და „ჩარლტონის“ ღირსებას იცავდა.