მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ ფრანკფურტის „აინტრახტთან“ მოგებული შეხვედრა შეაფასა.
„ძალიან ამაყი ვარ. „ლევერკუზენთან“ მატჩის შემდეგ სამ დღეში ბუნდესლიგის ერთ-ერთ ყველაზე შედეგიან გუნდს შევხვდით.
თამაშს ვაკონტროლებდით და მეოდანზეც ვდომინირებდით. ძალიან კარგად ვითამაშეთ, რასაც გუნდს ვულოცავ. ჩემპიონის ტიტულის დასაცავად კიდევ სამი შეხვედრის მოგებაა საჭირო.
ახლა უნდა დავისვენოთ, რის შემდეგაც ჩემპიონთა ლიგისთვის მოვემზადებით. იმედია, „პორტუსთან“ შეხვედრამდე არავინ გამოგვაკლდება“, – განაცხადა ფეხბურთის ესპანელმა სპეციალისტმა.