გერმანიის მესამე ბუნდესლიგის 32-ე ტურში დორტმუნდის “ბორუსია 2”-მა ლუკას ჰუფნაგელის “უნტერხაჰინგს” მინიამლური ანგარიშით სძლია.
საქართველოს მოქალაქეობის მქონე ჰუფნაგელი ტრადიციულად ძირითადში იყო და მოედანზე 90 წუთი გაატარა.
ამავე ლიგაში მოასპარეზე აკაკი გოგიას “ჰალეშერმა” “როტ-ვაისს ერფურტს” სტუმრად 2:1 სძლია. ქართველ მოთამაშეს, რომელიც გუნდში გატანილი გოლებით მეორე ადგილზეა, თამაშში მონაწილეობა არ მიუღია.