შესაძლოა, უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელმა ბექა ვაჩიბერაძემ მალე საქართველოს ნაკრების მაისური მოირგოს. ამ ინფორმაციას რამდენიმე უკრაინული სპორტული ვებ-გვერდი ავრცელებს.
ვაჩიბერაძემ ცოტა ხნის წინ დონეცკის “შახტარი” დატოვა. 19 წლის ფეხბურთელით ესპანური და გერმანული კლუბები დაინტერესდნენ, მათ შორის “სევილია”, “რეალ სოსიედადი” და “ბეტისი”.
მიუხედავად იმისა, რომ ბექას უკრაინის რამდენიმე ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მისით სერიოზულადაა დაინტერესებული და დიდი შანსია იმისა, რომ ქუთაისში დაბადებულმა ფეხბურთელმა “ჯვაროსნების” ღირსება დაიცვას.
შეგახსენებთ, გასულ სეზონში, ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ფინალში, “შახტარის” რიგებში მოთამაშე ვაჩიბერაძე ლონდონის “ჩელსისთან” ანგარიშით 2:3 დამარცხდა.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის მოქალაქე, წარმოშობით ქართველი ნახევარმცველი ბექა ვაჩიბერაძე კარიერას „რეალ სოსიედადში“ გააგრძელებს.
როგორც აღმოჩნდა, ეს სიახლე სიმართლეს არ შეესაბამება. ამ მომენტისთვის 19 წლის მოთამაშის მხრიდან „რეალ სოსიედადი“ კარიერის გაგრძელების ადგილად არ ითვლება. ამავდროულად დონეცკის „შახტარის“ ყოფილი ფეხბურთელი არ მალავს, რომ ესპანეთში სიამოვნებით ითამაშებდა.
„შახტართან“ კონტრაქტი ამომეწურა და ახალი კლუბის ძიებაში ვართ. ესპანეთიდან წინადადება მაქვს. ვფიქრობ, ჩემი სტილი ამ ქვეყნის ჩემპიონატს უხდება. გადავწყვიტე, ძალები ევროპაში მოვსინჯო“, – განუცხადა ბექამ უკრაინულ ტელეარხ „ფოტბოლ 1“-ს.
უკრაინის 19 წლამდე ფეხბურთელა ნაკრების ნახევარმცველმა, ბექა ვაჩიერაძემ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის შესახებ ისაუბრა.
“ჩემთვის ეს ძალიან სასიამოვნო მოველნაა. გამიამრთლა, ევროპის ჩემპიონატზე მეორედ ვიასპარეზებ. ორი წლის წინ ევროპის 17 წლამდელთა ჩემპიონატზე შევძელით გასვლა.
ვფიქრობ, რომ ყველაზე რთული მატჩი ელიტ რაუნდში ბოსნიასთან გვქონდა. სამომავლო მიზნებზე საუბარი კი ჯერჯერობით ადრეა. ევროზე ჰოლანდიის ნაკრებთან მსურს თამაში” – განაცხადა ვაჩიბერაძემ.
Bestsportnews-მა ევროპის 7 ყველაზე პერსპექტიული ნახევარმცველი დაასახელა. მათ შორის უკრაინის მოქალაქე, მაგრამ საქართველოში დაბადებულ ბექა ვაჩიბერაძეც მოხვდა.
დენ კროული
კროულიმ კარიერა ბირმინგემში, ადგილობრივ “ასტონ ვილაში” დაიწყო, თუმცა მალევე მიიქცია საფეხბურთო სამყაროს ყურადღება და ლონდონის “არსენალში”, არსენ ვენგერთან აღმოჩნდა, სადაც საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა არ გასჭირვებია.
17 წლის ასაკში ის ინგილისის 21 წლამდელებში თამაშობს და ბრიტანელებისთვის მნიშვნელოვან, შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს. საკუთარი თვისებებით ის იდეალურად ასრულებს ნახევარმდაცვისა და თავდასხმის ხაზის დამაკავშირებლის როლს.
ჩარლი კოლკეტი
“ჩელსის” აკადემია ევროპაში მოწინავე პოზიციებზე გადის. რამდენიმე წლის განმავლობაში კლუბში ნიჭიერი მოთამაშეების თაობა გამჩნდა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო.
ტრიუმფატორი გუნდის ნამდვილი ლიდერი ჩარლი კოლკეტია. უნივერსალური ფეხბურთელის მთავარი კოზირი მოედნის კარგი ხედვა და თამაშის კითხვის უნარია. სათამაშო მანერით ის ლუკა მოდრიჩისა და ანდრეს ინიესტას სინთეზს ჰგავს. ჩარლი მხოლოდ 18 წლის არის, თუმცა მეოდანზე 30 წლის გამოცდილი მოთამაშის შთაბეჭდილებას ტოვებს.
ბრენდონ ბარკერი
ბარკერი 100 %-ით “მანჩესტერ სიტის” აკადემიის პროდუქტია. მან მანჩესტერული კლუბის სკოლის ყველა ეტაპის გაიარა და უკვე ძირითადს უახლოვდება. გასულ სეზონში ის აკადემიის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ხსენებული ჯილდო ბარკერმა მას შემდეგ მიიღო, რაც 32 შეხვედრაში 13 გოლის გატანა შეძლო. ნახევარმცველმა წარმატებით ითამაშა ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაშიც, სადაც მეტოქეთა კარის დალაშქვრა 6 შეხვედრაში 4-ჯერ მოახერხა.
ინგლისელს ყველანაირი თვისება აქვს, რომ პრემიერლიგის ერთ-ერთ ვარსკვლავად ჩამოყალიბდეს. ამ ეტაპზე მისი ერთადერთი ნაკლი მარცხენა ფეხით სუსტი თამაშია. უახლოეს მომავალში ბარკერი რთული არჩევანის წინაში დადგება – მშობლიურ კლუბში დარჩენა თუ შედარებით დაბალი კლასის გუნდში გადაბარგება.
იური ტილემანსი
ბელგიაში საფეხბურთო ბუმი გრძელდება. ბოლო პერიოდში გამოჩენილ საკმაოდ ნიჭიერ თაობას ახალი სახეებიც ემატებიან. მათ შორის ერთ-ერთია იური ტილემანსია, რომელიც 5 წლიდან “ანდერლეხტის” აკადემიაში ირიცხებოდა. ბელგიის ჩემპიონატში დებიუტი ტილემანსს 16 წლის ასაკში ჰქონდა.
იურის შავი სამუშაოს შესრულება არ უყვარს, მაგრამ მას შესანიშნავი გრძელი გადაცემის შესრულება, რამდენიმე მეტოქის მოტყუება, კარში ძლიერად დარტყმა შეუძლია. ტილემანს მარჯვენა ფეხით უყვარს თამაში, მაგრამ მარცხენაც საკმაოდ კარგი აქვს. მის მიმართ ინტერესს უკვე რამდენიმე ცნობილი კლუბი იჩენს. ნათელია, რომ ბელგიაში ის დიდი ხნით არ დარჩება.
ალენ ჰალილოვიჩი
ზაგრების “დინამოს” ცნობილი სკოლის კიდევ ერთი შესანიშნავი პროდუქტი ალენ ჰალილოვიჩია, რომელიც გასულ წელს “ბარსელონაში” გადაბარგდა. აღსანიშნავია, რომ კატალონიაში გადასვლამდე ჰალილოვიჩი ხორვატიის ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე და გოლის ავტორი გახდა.
ერთი შეხედვით ხორვატი “ბარსელონას” სტილისთვის იდეალური მოთამაშეა. ტანმორჩილი, ტექნიკური და შემტევი ფეხბურთის მოყვარული ფეხბურთელი, რომელსაც პასის კულტურაც არ დაეწუნება. მისი ნაკლი დაცვაში თამაშია, თუმცა “ბარსელონასთვის” ეს დიდი პრობლემა არ უნდა იყოს. ლოგიკურია, რომ ყველაზე ხშირად ალენს ლუკა მოდრიჩს ადარებენ.
დონი ვან დერ ბეკი
დონიმ კარიერა “ვენსე ბოისში” დაიწყო, თუმცა მალევე მიიღო ჰოლანდიური გრანის, “აიაქსის” ყურადღება და ამსტერდამული კლუბის ლეგენდარულ აკადემიაში გადავიდა, სადაც მისი მწვრთნელი არანაკლებ ლეგენდარული დენის ბერგკამპი გახდა.
ვან დერ ბეკი საკმაოდ სწრაფად პროგრესირებს. გასულ სეზონში ის კატეგორია A1-ში გახდა ჩემპიონი, მიმდინარე სეზონში ახალგაზრდულ ჩემპონთა ლიგაში ითამაშა, მარტში კი ძირითადი გუნდის განაცხადში მოხვდა. ლოგიკურია, რომ უალოეს მომავალში “აიაქსის” შემადგენლობაში მის დებიუტს უნდა ველოდოთ.
ბექა ვაჩიბერაძე
ბექა ვაჩიბერაძე საქართველოში დაიბადა, თუმცა მისი კარიერას უკრაინას უკავშირდება, სადაც თამაში ქართველმა ნახევარმცველმა ოდესაში, ადგილობრივი “ჩერნომორეცის” შემადგენლობაში დაიწყო. ერთ-ერთ ახალგაზრდულ ტურნირზე კი მის მიმართ ინტერესი “შახტარმა” გამოიჩინა და ბექაც დონეცკში გადაბარგდა.
ვაჩიბერაძე ახალი ფორმაციის საყრდენი ნახევარმცველია, რომელსაც მეტოქის შეტევების შეჩერება და საკუთარი გუნდის დირიჟორობაც შეუძლია. ის ფიზიკური მონაცემებითაც გამორჩეულია, რაც ორთაბრძოლების დროს ძალიან ეხმარება. ვაჩბერაძე საკუთარი ასაკობრივი ჯგუფის ნამდვილი ლიდერია.
ჩემპიონთა ლიგის იუნიორთა გათამაშების ფინალურ შეხვედრაში ლონდონის “ჩელსიმ” დონეცკი “შახტარი” დაამარცხა, რომლის ღირსებას ბექა ვაჩიბერაძე იცავს.
უკრაინული მოქალაქეობის მქონე ქართველი ფეხბურთელი ფინალურ შეხვედრაში ტრადიციულად დონეცკელთა ძირითადში იყო და მატჩი სრულად ჩაატარა, თუმცა პრესტიჟული ჯილდოს მოგება ვერ მოახერხა.
შევიცარიაში ჩატარებულ ფინალურ შეხვედრაში ლონდონელებმა ანგარიშით 3:2 მოიგეს.