“მეთოფეები” ზაფხულში გერმანიისა და დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველის დამატებას ეცდება.
ავტორიტეტული გამოცემა, Kicker იტყობინება, რომ სეზონის ბოლომდე “არსენალი” გერმანულ გუნდს ილკაი გუნდგოგანზე ოფიციალურ შეთავაზებას გაუკეთებს.
ახლა, ლონდონურ გუნდს ფეხბურთელის დამატების კარგი შანსი აქვს. როგორც იცით, “ბორუსია” ძალიან ცუდ სეზონს ატარებს, რის გამოც, დიდი ალბათობით, ზაფხულში ბუნდესლიგის გუნდს ბევრი ლიდერი გამოეთხოვება. გუნდოგანის მსგავსად, ახალი სეზონისთვის კლუბს მათს ჰუმელსიც შეიცვლის.
შეგახსენებთ, რომ გუნდოგანის დამატებით “მანჩესტერ იუნაიტედიც” ინტერესდება. “წითელმა ეშმაკებმა” ილკაი 16 მილიონად შეაფასეს, რადგან მას გუნდთან კიდევ სამწლიანი ხელშეკრულება აკავშირებს.
აქვე დავამატებთ, რომ ბუნდესლიგაში გუნდოგანმა 26 მატჩი ჩაატარა. გაიტანა სამჯერ და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.