ტრავმით გამოწვეული თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ, ბათუმის “დინამოს” ნახევარმცველი,ირაკლი ჩირიკაშვილმა ვარჯიში განაახლა.
შეგახსენებთ, რომ ბათმელთა ერთ-ერთმა ლიდერმა დაზიანება, 28 თებერვალს, ფოთის “კოლხეთთან” მატჩში მიიღო.
ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შეძლებს უმაღლესი ლიგის ლიდერი გუნდის ფეხბურთელი მოედანზე დაბრუნებს. შესაძლოა, მან მიმდინარე სეზონში თამაში ვერ მოახერხოს ან მოედანს მხოლოდ დასკვნით ტურებში დაუბრუნდეს.