19 წლის მამადუ სეკო კადერი, რომელსაც ბენინის 17-წლამდე ნაკრებში თამაშის გამოცდილებ აქვს, კარიერას ხარაგაულის “ჩხერიმელაში” გააგრძელებს, სადაც მინიმუმ სეზონის ბოლომდე დარჩება.
აფრიკელი ფეხბურთელი შემტევი ნახევარმცველია და ფორვარდის პოზიციაზეც შეუძლია თამაში. საქართველოში ჩამოსვლამდე ის სამშობლოში, “პოლაისის” შემადგენლობაში თამაშობდა.
Fanebi.com ფეხბურთელს ხარაგაუშლი დაუკავშირდა და ახალი კლუბის შესახებ გაესაუბრა.
“უკვე ხარაგაულში, ჩემს ახალ გუნდთან ერთად ვარ. აქ ყველაფერი მომწონს და კლუბშიც კარგად მიმიღეს. “ჩხერიმეალას” ხვალინდელ შეხვედრაში ვერ დავეხმარები, მაგრამ მომდევნო ტურში, სტუ-ს წინააღმდეგ თამაშს უკვე შევძლებ. მოუთმენლად ველი ჩემს დებიუტს” – განაცხადა მამადუ სეკო კადერმა.