მარიო სუარესი: “ძალიან ცუდი მსაჯობა იყო”

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე მადრიდის “ატლეტიკოსა” და “რეალს” შორის გამართული პირველი შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

მატჩის შემდეგ მასპინძელთა ნახევარმცველმა მარიო სუარესმა მთავარი არბიტრი მილორად მაჟიჩი გააკრიტიკა.

“პატივისცემის მიუხედავად, სერბი არბიტრების დანიშვნა არ შეიძლებოდა. ძალიან ცუდი მსაჯობა იყო. იმედი მაქვს, განმეორებით შეხვედრას ერთ-ერთი საუკეთესო რეფერი მოემსახურება.

არა მგონია, მსაჯს მაღალი ტემპი შეენარჩუნებინოს”, – ციტირებს მარიო სუარესის სიტყვებს Football Espana.

შეგახსენებთ, რომ მაჟიჩმა მარიო სუარესს ყვითელი ბარათი უჩვენა, რის გამოც “ატლეტიკოს” ფეხბურთელი განმეორებით მატჩს გამოტოვებს.