“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი, რომელიც იჯარის წესით “ასტონ ვილაში” თამაშობს, “ვოლფსბურგის” სამიზნეებში გაერია.
ინფორმაციას Sky Sports ავრცელებს, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.
ფეხბურთელის დატოვება ბირმინგემელებსაც სურთ. 25 წლის შემტევისთვის “ევერტონი”, “ტოტენჰემი” და “სუონსიც” იბრძვის. “მანჩესტერი” დათანხმდება იმ წინადადებას, რომელიც ყველაზე სარფიანი იქნება.
მიმდინარე სეზონში, კლევერლიმ პრემიერ ლიგაში 29 მატჩი ჩაატარა, სადაც სამი გოლი გაიტანა და ექვსი ყვითელი ბარათი მიიღო.