მილანის “ინტერის” თავდამსხმელი სტევან იოვეტიჩი უახლოეს პერიოდში “სევილიას” შეუერთდება.
მონტენეგროელი ფეხბურთელი აგენტთან ერთად უკვე გაეშურა ანდალუსიაში, რისი ამსახველი ფოტომასალაც თავადვე გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სტევან იოვეტიჩის დამატებით თავად “სევილიას” მთავარი მწვრთნელი ხორხე სამპაოლი გახლავთ დაინტერესებული. მოსალოდნელია, რომ ანდალუსიური კლუბი 27 წლის თავდამსხმელს სეზონის ბოლომდე იჯარის წესით აიყვანს.