“სქაი სპორტსის” ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველი ტომ კლევერლი, რომელიც ამჟამად “ასტონ ვილაში” განათხოვრების წესით თამაშობს, შესაძლოა დამდეგ ზაფხულს ლონდონის “არსენალში” ან “ტოტენჰემ ჰოთსპურში” გადავიდეს.
კლევერლის “მანჩესტერ იუნაიტედთან” მოქმედი შრომითი ხელშეკრულება ამა წლის ზაფხულს ეწურება და სხვა კლუბში გადასვლა უსასყიდლოდ შეეძლება.
კლევერლის ტრანსფერით “ასტონ ვილა”, “ევერტონი” და “ვესტ ჰემიც” არიან დაინტერესებულნი.