პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის წოდების პრეტენდენტები

ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ (PFA) პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშის წოდებისთვის მებრძოლთა სია გამოაქვეყნა.

პრეტენდენტთა შორის არიან: დიეგო კოსტა, ედენ აზარი (ორივე ლონდონის “ჩელსიდან”), დავიდ დე ხეა (“მანჩესტერ იუნაიტედიდან”), ფილიპე კოუტინიო (“ლივერპულიდან”), ჰარი კეინი (“ტოტენჰემ ჰოთსპურიდან”), ალექსის სანჩესი (ლონდონის “არსენალიდან”).

სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდოზე წარდგენილნი არიან: ტიბო კურტუა, ედენ აზარი (ორივე ლონდონის “ჩელსიდან”), ფილიპე კოუტინიო, რაჰიმ სტერლინგი (ორივე “ლივერპულიდან”), დავიდ დე ხეა (“მანჩესტერ იუნაიტედიდან”), ჰარი კეინი (“ტოტენჰემ ჰოთსპურიდან”).

გამარჯვებულები 26 აპრილს გასამართ სპეციალურ ცერემონიაზე გამოცხადდებიან.