მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ გუნდიდან სამედიცინო შტაბის წასვლის შესახებ ისაუბრა, რომელსაც სათავეში 72 წლის ჰანს-ვილჰემ მიულერ-ვოლფარტი ედგა.
“ეს ამბავი არაფერს არ ცვლის. მე “ბაიერნში” დავრჩები და მომდევნო სეზონშიც მე ვუთავკაცებ გუნდს. აქ ყველაფერი მომწონს.
მიულერ-ვოლფარტის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, მეტს ვერაფერს ვიტყვი. როდესაც ფეხბურთელი ტრავმას იღებს, ეს ექიმის ბრალი არ არის. ტრავმა ტრავმაა. შეიძლება “პორტუსთან” იმ შემთხვევაშიც წაგვეგო (1:3), თუ მოედანზე ტრავმირებული ფეხბურთელები იქნებოდნენ. ვერავინ იტყვის, რომ ჩვენი საუკეთესო თერთმეტეულით იმ შეხვედრას მოვიგებდით.
ჩემ გამო დავმარცხდით, მორჩა და გათავდა. მარცხი ჩემი ბრალია და არა კლუბის ხელმძღვანელობის ან სამედიცინო შტაბის. ჩემი ბრალია, მხოლოდ ჩემი.
ლევერკუზენის “ბაიერთან” გამართულ მატჩში ჩემი მხრიდან სარკასტული აპლოდისმენტის მიზეზი იმედგაცრუება გახლდათ. მიულერ-ვოლფარტი არაფერ შუაშია”, – გვარდიოლას კომენტარი “გარდიანმა” გამოაქვეყნა.