საქართველოს ქალთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი წაგებით დაიწყო

6 აპრილს, საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შესარჩევი რაუნდის პირველიშეხვედრა გამართა. ქართველი გოგონები ყაზახეთთან მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ. შეხვედრის ერთადერთი გოლი, 34-ე წუთზე იულია ნიკოლაიენკო გაიტანა. ლევან ბაჯელიძის გუნდი შესარჩევი რაუნდის მეორე შეხვედრას კვლავ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ესტონეთის ქალთა ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ 8 აპრილს გამართავს. მატჩი 16:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია.

ყაზახეთი ქ 1:0 საქართველო ქ

თბილისი, „მიხეილ მესხი“

ყაზახეთი ქ: ჟელეზნიაკი, ჟანატაიევა, კრასიუკოვა, ვილდანოვა, ბორტნიკოვა, ნიკოლაიენკო, ბაბშუკი, მიასნიკოვა (90’ გაისტენოვა), აიტიმოვა, ჟოლჩიევა, ხაირულინა (89’ კაირბაიევა)

მთ. მწვრთნელი: აიტპაი ჯამანტაიევი

საქართველო ქ: სუხაშვილი, ქველიძე, პასიკაშვილი, ჩხარტიშვილი, ბაქრაძე (84’ გორგაძე), ჭყონია, გაბელია, დანელია, სხირტლაძე, სუთიძე, ჩემინავა (68’ ჭიჭინაძე)

მთ. მწვრთნელი: ლევან ბაჯელიძე

მსაჯები: ელენი ლამპადარიუ, ანდრონიკი ნიოტი, ვიოლცა იზეირი, ივანა პროიკოვსკა

გაფრთხილება: 16’ ვილდანოვა, 44’ ქველიძე, 60’ ჭყონია

გოლი: 1:0 ნიკოლაიენკო (34)

ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში ლატვიის ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა ესტონეთი 4:0 დაამარცხა და პირველი ტურის შემდეგ გალიდერდა. ლატვიელები შესარჩევი ეტაპის მომდევნო შეხვედრას 8 აპრილს 14:00 საათზე ყაზახეთის ქალთა ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

ესტონეთი ქ 0:4 ლატვია ქ

თბილისი, „მიხეილ მესხი 2“

ესტონეთი ქ: სტრიგინი, პელლო (61’ ბანნიკოვა), რაადიკი, ლოო, აარნა (46’ როსენი), ტოომი, ტამმიკი (75’ კუბასსოვა), ზლიდნისი, ოუნპუუ, საარი, რუტკოვსკაია

მთ. მწვრთნელი: ინდრეკ ზელინსკი

ლატვია ქ: იბრაგიმოვა, კრუმინა, პროპოშინა, სპრუნტულე, გირჟდა, როჩანე, ფედოტოვა (74’ ვაციეტე), ვოიტანე (82’ ზაიჩიკოვა), შევცოვა, ფიოდოროვა (89’ ტილე), მიკსონე

მსაჯები: ზუზანა კოვაჩოვა, სლავომირა მაიკუტოვა, ხათუნა მაისურაძე, ქეთვან გაიპარაშვილი

გაფრთხილება: 70’ რაადიკი

გოლები: 0:1 ფიოდოროვა (37), 0:2 სპრუნტულე (44), 0:3 ვოიტანე (62), 0:4 შევცოვა (68)

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ღია ვარჯიში

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა ღია ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ შედგა. ლევან ბაჯელიძის გუნდი ოფიციალური მატჩებისთვის 23 ფეხბურთელით ემზადება. მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შესარჩევი რაუნდი თბილისში გაიმართება. 6 -11 აპრილს ძირითადი საკვალიფიკაციო ეტაპის საგზურისთვის საქართველოს, ყაზახეთის, ლატვიისა და ესტონეთის ქალთა ნაკრებები იბრძოლებენ. მომდევნო ეტაპის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული ნაკრები და ოთხ საკვალიფიკაციო ჯგუფს შორის ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი მიიღებენ.

მატჩების განრიგი:

6 აპრილი
14:00 ესტონეთი – ლატვია
16:00 ყაზახეთი – საქართველო

8 აპრილი
14:00 ყაზახეთი – ლატვია
16:00 საქართველო – ესტონეთი

11 აპრილი
16:00 ესტონეთი – ყაზახეთი
16:00 ლატვია – საქართველო

საკვალიფიკაციო ეტაპის შესარჩევი რაუნდის პირველი ჯგუფის შეხვედრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ცენტრალურ და სათადარიგო მოედანზე ჩატარდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: თეონა სუხაშვილი („ერეგლი ბელედიესპორი“, თურქეთი), თათია გაბუნია („ლანჩხუთი“), თინათინ ჯიჯეიშვილი („ლანჩხუთი“)

მცველები: ნათია სხირტლაძე („ლედი გორი“), ნინო სუთიძე („ატაშეჰირ ბელედიესპორი“, თურქეთი), ნინო ჩხარტიშვილი („ლანჩხუთი“), თამარ დოლიძე („აჭარა“), თამარ ქველიძე („კიტ კარლსრუე“, გერმანია), მარიამ კალანდაძე („ლანჩხუთი“), ქრისტინე შახკულიანი („მართვე“, ქუთაისი) თინათინ თევდორაძე („ლედი გორი“)

ნახევარმცველები: ნინო პასიკაშვილი („ატაშეჰირ ბელედიესპორი“, თურქეთი), თეონა ბაქრაძე („ერეგლი ბელედიესპორი“, თურქეთი), მარიამ დანელია („თბილისი“), ლანა გორგაძე („მართვე“, ქუთაისი), მაია ნასყიდაშვილი („ივერია“, ხაშური), ანა კულდონაშვილი („თბილისი“), მარიამ ბასილაძე („ნორჩი დინამო“, თბილისი), თამთა შენგელია („მართვე“, ქუთაისი)

თავდამსხმელები: ანა ჩემინავა („ჟალგირისი“, ლიტვა), ხატია ჭყონია („ატაშეჰირ ბელედიესპორი“, თურქეთი), გულნარა გაბელია („ბიიკ კაზიგურტი“ ყაზახეთი), ლელა ჭიჭინაძე („ატაშეჰირ ბელედიესპორი“, თურქეთი)

მატჩებზე დასწრება თავისუფალია.

 

 

ავსტრალიის ქალთა ნაკრებმა 15-წლამდელთა გუნდთან 7-0 წააგო

რიოს ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ავსტრალიის ქალთა ნაკრებმა ძალების მოსინჯვა გადაწყვიტა – ისინი 15-წლამდელ კაცთა (ბიჭების) გუნდს, “ნიუკასლ ჯეტს” დაუპირისპირდნენ.

ავსტრალიელთა ქალთა ნაკრები ფიფას რეიტინგში მეხუთე ადგილზე იმყოფება, ამასთანავე ამ ნაკრებმა ბოლო 3 მუნდიალზე მოახერხე მეოთხედფინალში გასვლა.

მართალია ავსტრალიელთა ნაკრებს რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფიგურა აკლდა, თუმცა ამისდა მიუხედავად მათ მაინც მოახერხეს საბერძნეთისა და ახალი ზელანდიის გუნდების დამარცხება იმ შემადგენლობით, რომლითაც “ჯეტსთან” 7-0 წააგეს.

“სიმართლე გითხრათ, ამას ნამდვილად არ მოველოდით. თუმცა, “ჯეტსის” ბიჭებმა მართლაც რომ დიდებულად ითამაშეს და მოგებაც დაიმსახურეს.” – განაცხად “მატილდების” თავკაცმა მატჩის შემდეგ.

ინგლისის ნაკრების პრესსამსახური სექსიზმში დაადანაშაულეს

ქალ ფეხბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისისა და გერმანიის ეროვნულ გუნდთა შორის მესამე ადგილისთვის გამართული მატჩის (დ.დ. 1:0) შემდეგ ინგლისის ნაკრების პრესსამსახური იძულებული გახდა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სექსისტური შინაარსის შემცველი სტატუსი წაეშალა.

“დღეს ჩვენი ლომები დედების, მეუღლეებისა და ქალიშვილების როლს უბრუნდებიან, თუმცა ისინი კიდევ ერთ ტიტულს დაეუფლნენ – გმირები”, – ეწერა პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსში.

FA Status

ქალთა ნაკრები ბაქოს შეკრებიდან დაბრუნდა

ბაქო, 29 მაისი, ისმეთ გაიბოვის სახელობის სტადიონი

აზერბაიჯანი – საქართველო 1:1

მაია დანგაძე 1:0, ლელა ჭიჭინაძე 1:1

საქართველ: ნადირაშვილი, კოჭლამაზაშვილი, პასიკაშვილი, გორგაძე, მატვეევა, ჭიჭინაძე, ჩემინავა, ტატუაშვილი,ზაქაიძე, სუთიძე, სხირტლაძე.

ამ გუნდების პირველი შევხედრისგან განსხვავებით, ეს მატჩი კიდევ უფრო დაძაბული გამოდგა. იყო უხეში თამაში და ქართველმა გოგონებმა მცირედი ტრავმები მიიღეს. მასპინძლებმა, შეხვედრის პირველი ნახევრის დებიუტშივე ისარგელბლეს საქართველოს კართან შექმნილი გაუგებრობით და აზერბაიჯანელთა ქართული წარმოშობის მაია დანგაძემ, მას შემდეგ რაც ჩვენი მოთამაშისგან მიიღო პასი, ადვილად მოატყუა ქართველთა დაცვა და ბურთი მშვიდად შეაგორა ნადირაშვილის კარის მარცხენა დაბალ კუთხეში.

ისევე როგორც პირველ ამხანაგურ შეხვედრაში, ამ დღესაც გოლი ლელა ჭიჭინაძემ გაიტანა. ქართველთა 8 ნომერმა ანგარიში კაპიტნის, ტატა მატვეევას გადაცემის შემდეგ გაქვითა. „ძალიან დაძაბული თამაში იყო. ვიბრძოლეთ ბოლომდე და თამაში ჩვენთვის სასაურველი შედეგით დავამთავრეთ“ – აღნიშნა მატჩის შემდეგ ლელა ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, ეს გუნდები 26 მაისსაც  შეხვდნენ ერთმანეთს. პირველი ამხანაგური შეხვედრა ქართველი გოგონების აშკარა უპირატესობით წარიმართა და ლელა ჭიჭინაძის მიერ გადატანილი გოლის წყალობით მინიმალური ანგარიშითგავიმარჯვეთ კიდეც.

რაც შეეხება ევრო 2017-ის შესარჩევ ჯგუფში ქართველი გოგონების მეტოქეებს. ამ დღეებში ამხანაგური შეხვედრები გამართეს – იტალიის და შვეიცარიის გუნდებმაც. იტალიელები იაპონიაში მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონებთან დამარცხდნენ 2:0. შვეიცარლებმა კი ევროპის მოქმედ ჩემპიონთან, გერმანიის ნაკრებთან დასთმეს შეხვედრა ანგარიშით 3:1. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი მეტოქე, შვეიცარიის ქალთა ნაკრები, რამდენიმე დღეში ქალ ფეხბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატში ჩაებმება. კანადაში, 8 ივნისს შვეიცარლები სასტარტო მატჩს  იაპონიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

სფფ-ს პრესსამსახური

საქართველოს ქალთა ნაკრები მზადებას შეუდგა

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დღეს, პირველი ვარჯიში ჩაატარა. თამაზ კოსტავას გუნდი, 22 მაისის ჩათვლით თბილისში, სასტუმრო “White House”-ში დაბინავდა და ვარჯიშებს ე.წ. „მარაკანასა“ და ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გამართავს.

ამის შემდეგ, ქართველი გოგონები წვრთნას აზერბაიჯანში გააგრძელებენ, სადაც ადგილობრივ ნაკრებთან ორ ამხანაგურ მატჩსაც გამართავენ, 26 და 29 მაისს. მწვრთნელების მიერ გამოძახებული 20 მოთამაშიდან თბილისურ შეკრებას 18 გაივლის, ბაქოში კი მათ, კიდევ ორი გოგონა შეუერთდება.

ევრო 2017-ის პირველ მოსამზადებელ შეკრებაზე გამოძახებულები არიან:

მეკარეები: ჭკუასელი ნინო (სკ „იბერია-სთარი“, საქართველო), თამარ ნადირაშვილი (MFA Žalgiris, ლიტვა)

მცველები: ნინო ჩხარტიშვილი (სკ „გურია“, საქართველო), ნათია სხირტლაძე, თინათინ თევდორაძე, ნინო კოჭლამაზაშვილი, სალომე ხუბულური, ანა ზაქაიძე (ყველა – სკ „იბერია-სთარი“, საქართველო), თამარ ტატუაშვილი (FC Samsung Abta, Turkey), ნინო სუთიძე (FC Niva Belkard  Belarus).

ნახევარმცველები: ნინო პასიკაშვილი (FC Niva Belkard  Belarus),  ანა სინატაშვილი, ლანა გორგაძე (სკ „მართვე ქუთაისი“, საქართველო), მარიამ დანელია (სკ „აფხაზეთი“, საქართველო), მარი ბასილაძე, მედეა მუმლაძე (სს 35-ე სკოლა), ტატა მატვეევა (FC Konak Belediye, Turkey).

თავდამსხმელები: ანა ჩემინავა (MFA Žalgiris ლიტვა), ლელა ჭიჭინაძე (FC Adana İdmanyurduspor, Turkey), თამრიკო კვალიაშვილი (სკ „იბერია-სთარი“, საქართველო).

შეგახსენებთ, რომ ქალთა ეროვნული ნაკრები 2015 წლის სექტემბრიდან, ევრო 2017-ის შესარჩევ ჯგუფში იწყებს ასპარეზობას. ქართველი გოგონების მეტოქეები შვეიცარიის, იტალიის, ჩრდ. ირლანდიისა და ჩეხეთის გუნდები იქნებიან.

სფფ-ის პრესსამსახური

ვის გვარგუნებს წილისყრა – 20 აპრილს ქალთა ეროვნული ნაკრების მეტოქეები გაირკვევა

20 აპრილს, ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში გაიმართება ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებების ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ჯგუფური ეტაპის წილისყრა. ამ დღეს, ჩვენი ყურადღება, სწორედ, ნიონისკენ იქნება მიპყრობილი, რადგან საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეების ვინაობა გახდება ცნობილი.

ევროპის  ქალთა ნაკრებები ხუთ კალათაშია გადანაწილებული. საქართველოს ნაკრები მე-5 კალათაშია.

Aკალათა: გერმანია, საფრანგეთი, შვედეთი, ნორვეგია, ინგლისი, იტალია, ესპანეთი, ისლანდია

B კალათა: რუსეთი, დანია, ფინეთი, შვეიცარია, შოტლანდია, ავსტრია, უკრაინა, ბელგია

C კალათა: პოლონეთი, ჩეხეთი, უელსი, ირლანდია, რუმინეთი, უნგრეთი, სერბეთი, ბელორუსი

D კალათა: პორტუგალია, ჩრდ.ირლანდია, სლოვაკეთი, ბოსნია-ჰერცეგოვინა, თურქეთი, ისრაელი, სლოვენია, საბერძნეთი

E კალათა: ესტონეთი, ხორვატია, ყაზახეთი, ალბანეთი, მაკედონია, მონტენეგრო, საქართველო, მოლდოვა

საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 2015 წლის 14 სექტემბრიდან დაიწყება და 2016 წლის 20 სექტემბერს დასრულდება. ფინალური ეტაპის მასპინძელი ქვეყანა კი, ჰოლანდიაა.

 

სფფ-ის პრესსამსახური