ოფიციალურად: ბერტოლაჩი “მილანის” ფეხბურთელია

ნახევარმცველი ანდრეა ბერტოლაჩი სინიშა მიჰაილოვიჩის გუნდის წევრი გახდა.

“მილანის” ოფიციალურმა თვითერის გვერდმა დაადასტურა, რომ ფეხბურთელმა გუნდთან ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

24 წლის ფეხბურთელი “სან-სიროზე” 2019 წლამდე იასპარეზებს.

ტრანსფერის დეტალები ჯერ-ჯერობით არ ხმაურდება.

2014/2015 წლის სეზონში, “რომას” შუახაზელი “ჯენოაში” არენდით თამაშობდა, სადაც 34 მატჩი ჩაატარა. გაიტანა ხუთი გოლი და გააკეთა რვა საგოლე გადაცემა.

“ჯენოამ” ბერტოლაჩი და ბორიელო დაკარგა

“პარმას” წინაამღდეგ გამართულ შეხვედრაში “ჯენოას” ნახევარმველმა ანდრეა ბერტოლაჩიმ ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ ოთხი კვირით დაემშვიდობა მოედანს.

იტალიის ნაკრების 24 წლის ფეხბურთელმა სერია ა-ს მიმდინარე გათამაშებაში 27 შეხვედრა ჩაატარა და 2 გატანილ გოლთან ერთად 6 საგოლე პასიც შეასრულა. შეგახსენებთ, რომ მის მიმართ ინტერესს “მილანი” და “ფიორენტინა” იჩენენ.

“ჯენოას” საკადრო პრობლემები ამით არ დამთავრებულა. გენუელებს ფორვარდი, მარკო ბორიელოც გამოაკლდათ, რომელსაც დაახლოებით თვე გაუცდება.

30 ტურის შემდეგ “ჯენოა” ევროპის ლიგის ზონაში მოსახვედრად იბრძვის.