ბერლუსკონი: „მილანი“ ტოპ კლუბის სტატუსს უბრუნდება“

„მილანის“ პრეზიდენტის სილივიო ბერლუსკონის თქმით, ტაილანდელი ბიზნესმენი ბი ტიჩაბოლი, რომელიც უახლოეს დროში კლუბის 48%-ს მფლობელი ოფიციალურად გახდება, კლუბში ყოველწლიურად ას მილიონ ევროს ჩადებს.

„მან ბრენდის კომერციალიზაციის გეგმა წარადგინა. ჩვენ სერიოზულ ინვესტიციებს ველით, რომლებიც წელიწადში ას მილიონ ევროს შეადგენენ. „მილანი“ ტოპ კლუბის სტატუსს უბრუნდება. ტიჩაბოლთან შემდეგი შეხვედრა 30 სექტემბერისთვისაა დაგეგმილი“, – განაცხადა „როსონერის“ პრეზიდენტმა.

ტიჩაბოლი: „მილანის“ აქციებს 26 აპრილს ვიყიდი“

ცნობილი იტალიური გამოცემა „ლა რეპუბლიკა“ ტაილანდელი ბიზნესმენის ბი ტიჩაბოლის საინტერესო განცხადებას აქვეყნებს. მილიარდერის თქმით, 26 აპრილს ის იტალიაში „მილანის“ აქციების შესაძენად ჩავა.

„შემდეგ კვირას, 26 აპრილს, ქალაქ მილანში ჩავალ, რათა კლუბის აქციები საბოლოოდ შევიძინო“, – განაცხადა ტიჩაბოლმა.

როგორც ცნობილია, მისტერ ბის სილვიო ბერლუსკონი პირადად შეხვდება. თავდაპირველად ის კლუბის აქციების 20%-ს შეიძენს, წლის განმავლობაში კი 45%-მდეც ავა. ამ ეტაპზე გარიგების ფინანსური მხარის შესახებ ცნობილი არაფერია, თუმცა „როსონერის“ მთლიან ფასად 1,2 მილიარდი ევრო სახელდება.