გიორგი მაკარიძემ პორტუგალიის ჩემპიონატში პენალტი მოიგერია (ვიდეო)

12 მაისს, პორტუგალიის პრიმეირა ლიგის 33-ე ტურში გიორგი მაკარიძის “მორეირენსე” სტუმრად “ბელენენსიშს” დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.

ქართველი მეკარე “მორეირენსეს” ძირითად შემადგენლობაში იყო და მისი დიდი დამსახურებაა, რომ სტუმრებმა ქულის მოპოვება მოახერხა. მაკარიძემ მატჩის 62-ე წუთზე, მაურიდესის მიერ დარტყმული თერთმეტმეტრიანი მოიგერია, რის შემდეგაც, დაახლოებით ათ წუთში მისმა გუნდმა ანგარიში გაათანაბრა.

ამ შეხვედრის შემდეგ, “მორეირენსე” პორტუგალიის 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-16 ადგილს იკავებს და მასზე ერთი საფეხურით ქვემოთ მყოფ “ტონდელას” ოთხი ქულით უსწრებს.

იხილეთ მაკარიძის მოგერიებული თერთმეტმეტრიანი

მაკარიძე: “რესტორანში შემთხვევით კასილასს რომ ნახავ და თასის მოგებას მოგილოცავს…”

პორტუგალიური “მორეირენსეს” ქართველი მეკარე, გიორგი მაკარიძე სოციალურ ქსელში საინტერესო პოსტს აქვეყნებს.

“რესტორანში კასილასს რომ ნახავ, სურათის გადაღებას თხოვ და ის რომ გიცნობს და თასის მოგებას გილოცავს. წასვლის წინ შენს მაგიდასთან რომ მოვა და ხელს ჩამოგართმევს დაგემშვიდობება და წარმატებებს გისურვებს. დღეიდან იკერის ფანი ვარ. ყველაზე მაგარი ადამიანი და თავმდაბალი.”

იხილეთ პოსტი

მაკარიძემ პორტუგალიის ჩემპიონატში პენალტი მოიგერია (ვიდეო)

2 თებერვალს, პორტუგალიის ჩემპიონატის მე-19 ტურში გიორგი მაკარიძის “მორეირენსე” საკუთარ მოედანზე “ფეირენსეს” დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.

მაკარიძე “მოერეირენსეს” ძირითად შემადგენლობაში იყო. მისმა გუნდმა გოლი 37-ე წუთზე გაიტანა, შვიდ წუთში კი მსაჯმა მასპინძელთა საჯარიმოში თამაშის წესის დარღვევა დააფიქსირა და პენალტი დანიშნა. ქართველმა მეკარემ მეტოქეს თერთმეტმეტრიანი არ გაატანინა. აღსანიშნავია, რომ 26 წლის კარის დარაჯმა პრიმეირა ლიგას მიმდინარე სეზონში მეორე პენალტი მოიგერია.

მაკარიძის გუნდს 19 ტურის შემდეგ 17 ქულა აქვს და 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა.

იხილეთ ვიდეო

გიორგი მაკარიძე პორტუგალიის თასის ფინალში ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე, გიორგი მაკარიძე პორტუგალიის თასის ფინალში ითამაშებს. მაკარიძის “მორეირენსემ” გუშინ, ნახევარფინალურ შეხვედრაში ლისაბონის “ბენფიკა” საკუთარ მოედანზე მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

26 წლის კარის დარაჯმა მატჩი შესანიშნავად ჩაატარა – მის ანგარიშზე ათი სეივია. რაც შეეხება უშუალოდ გოლებს, ანგარიში მე-6 წუთზე “ბენფიკამ” გახსნა, მეორე ნახევარში კი დრამემ წონასწორობა აღადგინა, რასაც 54-ე და 71-ე წუთებზე ბოატენგის ორი გოლი მოყვა.

მეორე ნახევარფინალურ წყვილში, “ბრაგამ” “სეტუბალი” ანგარიშით 3:0 დაამარცხა. შესაბამისად, თასის ფინალში ერთმანეთს “მორეირენსე” და “ბრაგა” დაუპირისპირდებიან.

იხილეთ მიმოხილვა

ებრალიძის “ჟილ ვისენტე” პრიმეირას დაემშვიდობა

პორტუგალიური პრიმეირას 33-ე ტურში “ჟილ ვისენტემ” ლიგაში ადგილის შენარჩნების უკანასკნელი შანსი გაუშვა ხელიდან. ავთო ებრალიძის გუნდი ბოლოადგილოსან “პენაფიელ” ესტუმრა, რომელიც გასავარდნად განწირულია და 2:1 დამარცხდა. ქართველი ფორვარდი განაცხადში იყო, თუმცა მოედანზე გასვლის შანსი არ მისცემია. ამრიგად ბოლო ტურის წინ “ჟილ ვისენტე” მე-16 პოზიციაზე მყოფ “აროუკას” 5 ქულით ჩამორჩება.

სეგუნდაში მოასპარეზე გიორგი მაკარიძის “ფეირენშემ” კი წარუმატებელი სერია შეწყვიტა და “ორიენტალ ლისაბონს” მინიამლურად სძლია. ქართველი მეკარე სათადარიგოთა შორის იყო. ბოლო ტურის წინ “ფეირენშე” პრიმეირაში დაწინაურების თეორიულ შანსს ინარჩუნებს.

ქართველების წარუმატებელი უიქენდი პორტუგალიაში

პორტუგალიის პრიმერია ლიგის 32-ე ტურში ავთო ებრალიძის “ჟილ ვისენტე” “პორტუს” ესტუმრა და ორი უპასუხო გოლით დამარცხდა. სამწუხაროდ, ქვეყნის ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად ქარველი ფორვარდის გუნდს მცირე შანსები რჩება. ებრალიძეს “პორტუსთან” თამაშში მონაწილეობა არ მიუღია.

წარუმატებელი თამაში ჰქონდა გიორგი მაკრაიძის “ფეირენშემ” შესანიშნავი სერიის შემდეგ ზედიზედ მეოთხე მოუგებელი მატჩი ჩაატარა. ამჯერად “ფეირენშე” “სანტა კლარას” დაუზავდა და პორტუგალიურ ელიტაში დაწინაურების შანსი მნიშვნელოვნად შეიმცირა.

ებრალიძის გამარჯვება და მაკარიძის მარცხი პორტუგალიაში

მორიგი ტურის მატჩები შედგა პორტუგალიურ ლიგებში, სადაც ქართველი ფეხბურთელებიც ასპარეზობენ.

პრიმერაში გადარჩენისთვის მებრძოლმა “ჟილ ვისენტემ” კონკურენტ “აკადემიკას” გასვლითი მატჩი მოუგო (2:1). სტუმართა ძირითადში იყო ავთანდილ ებრალიძე, რომელმაც 90 წუთი ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო.

სეგუნდაში შესანიშნავი წაუგებელი სერიის შემდეგ პირველად წააგო მაკარიძის “ფეირენშემ”, რომელიც საკუთარ მოედანზე ბეირა-მართან დამარცხა. ქართველი მეკარე ძირითადში იყო და მატჩი სრულად ჩაატარა.

პორტუგალიური ლეგიონის ამბები

პორტუგალიის პრიმერას 29-ე ტურში ავთო ებრალიძის “ჟილ ვისენტე” საკუთარ მოედანზე “რიო ავეს” დაუზავდა და წაგებათა სერია შეწყვიტა. ქართველი ფოვარდი მასპინძელთა ძირითადში იყო და მოედანზე 90 წუთი გაატარა. მისი გუნდი კი კვლავ გასავარდნ ზონაში რჩება და სეგუნდაში გავარდნის ერთ-ერთი კანდიდატია.

პორტუგალიური სეგუნდიდან პრიმერისკენ მიიწევს გიორგი მაკარიძის “ფეირენშე”, რომელმაც ზედიზედ მე-8 მატჩი მოიგო და მეორეზე მყოფ “ჩავესს” გაუთანაბრდა. “მარიტიმუს” მეორე გუნდთან შეხვედრაში ქართველი მეკარე სათადარიგოთა შორის იყო.

რანგით მესამე დივიზიონის პლეი-ოფში წარუამტებლად თამაშობს აბაიომი ოვონიკოკოს “მირანდელა”, რომელიც გუშინ “ვარზიმთან” დამარცხდა. შეგახსენებთ, ნიგერიაში დაბადებული შემტევი “გაგრას” და “ზესტაფონის” ღირსებას იცავდა და საქართველოს მოქალაქეა.