“გურია” ლორიას დაემშვიდობა

ლანჩხუთის “გურიამ” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან თეიმურაზ ლორია გაათავისუფლა. უმაღლესი ლიგის 24-ე ტურში გურულებმა საკუთარ მოედანზე ქუთაისის “ტორპედოსთან” 1:3 წააგეს და ლორიაც ამ მატჩის შემდეგ შეელია დაკავებულ თანამდებობას.

ამ მომენტისთვის “ურია” 32 ქულით სატურნირო ცხრილის მე-9 პოზიციაზეა გამაგრებული და უმაღლესი ლიგიდან გავარდნა დიდი ალბათობით არ დაემუქრება.