ბაბაქარი: სეზონის ბოლომდე ლაზარეთში

“ფიორენტინას” თავდამსხმელი, ჰუმა ბაბაქარი ტრავმების გამო სეზონის ბოლომდე იუქმებს.

“იების” ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, სენეგალელს მარჯვენა მუხლის დაზიანება აქვს. დადასტურდა, რომ ბაბაქარი დაახლოებით 6 კვირა არ იქნება.

ფეხბურთელი “ვერონასთან”(0:1) მატჩში დაშავდა. მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად 28 ჩატარებულ მატჩში ფერადკანიანმა შემტევმა 9-ჯერ შეძლო თავის გამოჩენა.