“პსვ ეინდჰოვენმა”, რომელმაც ვადაზე ადრე გაიფორმა ჰოლანდიის ჩემპიონობა, სატიტულო სპონსორის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო. ახალი სეზონიდან კლუბის ფორმაზე Philips-ი აღარ იქნება მითითებული. “პსვ”-ში სურთ, რომ სხვა ცნობილ კომპანიასთან უფრო მომგებიანი კონტრაქტი გააფორმონ.
შეგახსენებთ, რომ “პსვ ეინდჰოვენის” ფორმაზე კლუბის დამფუძნებელი კომპანიის – Philips-ის წარწერა 1982 წლიდან იყო გამოსახული და ამ დრომდე არ შეეცვალათ. ამასთანავე, “პსვ”-ში აღნიშნავენ, რომ Philips-ი კლუბის მეორე სპონსორად დარჩება.