“სუონსი”: ბონის შემცვლელი ნაპოვნია

უელსური კლუბი შედეგიანი მეგოლის მოყვანას ცდილობს.

ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე “სუონსიმ” მთავარი ბომბარდირი, უილფრიდ ბონი “მანჩესტერ სიტიში” გაუშვა და მას შემდეგ ეძებს ისეთ შემტევს, რომელიც რეგულარულად შეძლებს გოლების გატანას.

The Telegraph წერს, რომ “გედები” დაინტერესდნენ “ბლექბერნის” ლიდერით, რადი გესტედათი, რომელმაც ამ სეზონში 20 გოლის გატანა შეძლო.

ასევე, 26 წლის წინახაზელისთვის ბრძოლაში პრემიერ ლიგის მეორე გუნდიც, “კრისტალ პალასიც” ჩაერთო.