“მილანის” კიპერმა კრისტიან აბიატიმ პროფესიონალური კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
შაბათს “რომას” წინააღმდეგ გასამართი მატჩი 38 წლის იტალიელი მეკარისთვის ბოლო იქნება.
კრისტიან აბიატიმ კარიერის უმეტესი ნაწილი “მილანში” გაატარა. მას “როსონერის” რიგებში დებიუტი 1999 წლის იანვარში ჰქონდა.
გარდა “მილანისა”, აბიატის “იუვენტუსში”, “ტორინოსა” და მადრიდის “ატლეტიკოში” უთამაშია.
კრისტიან აბიატი “მილანის” შემადგენლობაში სამჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, ერთხელ მოიგო ქვეყნის თასი, ორჯერ კი – სუპერთასი, დაისაკუთრა ჩემპიონთა ლიგის თასი და უეფას სუპერთასი.