“დინამო კიევთან” მატჩის შემდეგ “ფიორენტინას” თავდამსხმელმა, მარიო გომეზმა ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა.
იტალიელები ევროპა ლიგის 1/2 ფინალურ ეტაპზე არიან. გუშინდელ მატჩში ერთ-ერთი გოლი გერმანელმა შემტევმა გაიტანა.
“რთული მატჩი იყო, მაგრამ გასვლა შევძელით. ჩემი გოლი? – ღმერთს სურდა გამეტანა. მჯერა, რომ ნახევარფინალში გასვლა დავიმსახურეთ,”-განაცხადა გომესმა.