რაფაელისთვის სეზონი დასრულდა

“მანჩესტერ იუნაიტედის” მცველი რაფაელ და სილვა სეზონის ბოლომდე იუქმებს.

24 წლის ფეხბურთელმა “ლესტერ სიტის” ახალგაზრდული გუნდის წინააღმდეგ გამართულ მატჩში ნეკნი გაიტეხა.

მიმდინარე სეზონში რაფაელმა ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებულ 10 შეხვედრაში ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. უკანასკნელად ბრაზილიელი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში პრემიერლიგის 29-ე ტურში, 15 აპრილს, “ტოტენჰემ ჰოთსპურის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (3:0) იყო.