გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 30-ე ტურში “ლაიპციგსა” და “დარმშტადტს” შორის გამართულ მატჩში მასპინძელთა კიპერმა ფაბიო კოლტორტიმ გამარჯვების გოლი გაიტანა. ანგარიში 1:1 იყო, როდესაც შვეიცარიელი მეკარე კუთხურის დროს მეტოქე გუნდის საჯარიმომდე ჩავიდა და გოლის გატანაც შეძლო. ამ დროს 93-ე წუთი მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ კოლტორტი პირველი მეკარე გახდა, რომელმაც პირველი და მეორე ბუნდესლიგის მატჩში გამარჯვების გოლი გაიტანა.
“სრული სიგიჟეა. უბედნიერესი ვარ”, – ციტირებს კოლტორტის სიტყვებს ksta.de.