მიუნხენის “ბაიერნის” მარჯვენა მცველს, მიტჩელ ვეიზერს კარიერის გაგრძელება გერმანიაში სურს.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა უკანახაზელს გუნდთან კონტრაქტი მომდევნო ზაფხულში ეწურება და მხარეები მივიდნენ იმ შეთანხმებაზე, რომ აქ დასრულდება მათი შეთანხმება.
A Bola-ს თქმით, ფეხბურთელის გაფორმება “ბენფიკას” სურს, მაგრამ 21 წლის მცველმა “არწივებს” უარი უთხრა.
ამის მიზეზი კი ისაა, რომ ვეიზერს კარიერის გაგრძელება გერმანიაში უნდა.