“მილანი” პაულინიოთი დაინტერესდა

ბრიტანული გამოცემა “დეილი მეილი” იუწყება, რომ “ტოტენჰემ ჰოთსპურის” ნახევარმცველ პაულინიოთი “მილანი” დაინტერესდა.

26 წლის ბრაზილიელ ფეხბურთელს “დეზებთან” მოქმედი კონტრაქტის ვადა ამ ზაფხულს ეწურება. კლუბის ხელმძღვანელობას შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივების სურვილი არ გამოუხატავს. თავად პაულინიომ კი არაერთხელ განაცხადა, რომ “კორინთიანსში” დაბრუნება სურს.

მიმდინარე სეზონში პაულინიომ “ტოტენჰემის” რიგებში 29 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა ჩაიწერა.