კეჰილს “ჩელსის” დატოვება სურს, გუნდი არ უშვებს

ლონდონის “ჩელსი” ამ სატრანსფერო პერიოდში გარი კეჰილის გაყიდვას არ აპირებს.

30 წლის ინგლისელი მცველი უკმაყოფილოა იმ ფაქტით, რომ მცირე სათამაშო დრო ეძლევა. კეჰილს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე თამაში უნდა და შესაბამისად, ინგლისის ნაკრების სამუნდიალე განაცხადში მოსახვედრად რეგულარული პრაქტიკა სჭირდება. ამიტომაც, მას გუნდის გამოცვლა სურს.

მიუხედავად ამისა, “ჩელსი” ინგლისელი ფეხბურთელის გუნდიდან გაშვებას არ გეგმავს. ცნობისთვის, კეჰილსა და ლონდონურ კლუბს შორის გაფორმებულ კონტრაქტს ვადა 2019 წლის ივნისში გასდის.

მას შემდეგ, რაც “ჩელსის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე გუს ჰიდინკი მუშაობს, გარი კეჰილი მოედანზე მხოლოდ ორჯერ გამოჩნდა.

 

ტერიმ კეჰილი შეაშინა (ვიდეო)

ლონდონის “ჩელსის” კაპიტანი ჯონ ტერი იუმორის გრძნობას არ კარგავს. 34 წლის მცველმა კიბიდან ჩამომავალი გარი კეჰილი მოულოდნელი გამოჩენით შეაშინა.

ტერიმ თანამედროვეობის საუკეთესო ინგლისელი მცველი დაასახელა

ლონდონის “ჩელსის” კაპიტანმა ჯონ ტერიმ თანამედროვეობის საუკეთესო ინგლისელი მცველი დაასახელა. ტერიმ ასეთად მისივე თანაკლუბელი გარი კეჰილი მოიხსენია.

“გარი განსაკუთრებული ხასიათის მქონე ფეხბურთელია. იგი აშკარად იმედგაცრუებული იყო რამდენიმე თვის წინათ, როდესაც შემადგენლობიდან ამოვარდა, თუმცა შემდეგ კვლავ დაბრუნდა.

ის განსხვავებული დონის მოთამაშე და ინგლისის საუკეთესო ცენტრალური მცველია. ჩემი აზრით, კეჰილი მთელი სეზონის განმავლობაში ბრწყინვალე იყო.

მწვრთნელმა რამდენჯერმე ამოაგდო კეჰილი შემადგენლობიდან, თუმცა მე ვთვლი, რომ ის საკმაოდ მაღალ დონეზე თამაშობს. მას დიდ მატჩებში თამაშის კარგი გამოცდილებაც აქვს”, – ტერის კომენტარი Evening Standard-მა გამოაქვეყნა.