დიეგო ფორლანმა იაპონიაში მეტოქეს სამი გოლი გაუტანა (ვიდეო)

29 აპრილს, იაპონიის რანგით მეორე დივიზიონში “სერესო ოსაკამ” საკუთარ მოედანზე “კიოტო სანგა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა. შეხვედრაში სამივე გოლი ვეტერანმა ურუგვაელმა თავდამსხმელმა, დიეგო ფორლანმა გაიტანა.