“ხიმნასტიკი” ლიდერთან დამარცხდა – კაკაბაძე სასტარტოში

დღეს ლა ლიგა 2-ის მე-20 ტურში “ხიმნასტიკმა” “უესკას” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 1-2 დამარცხდა.

“ხიმნასტიკის” სასტარტო შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე, რომელმაც სრული მატჩი ჩაატარა და თავისი გუნდის რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, 37-ე წუთზე თავი ავილამ გამოიჩინა, ხოლო მეორე ბურთი საკუთარ კარში ბარეირომ ჩაჭრა 79-ე წუთზე. ანგარიში 94-ზე მაიკელმა შეამცირა, თუმცა ამ გოლის შემდეგ მსაჯის სასტვენის ხმაც გაისმა და საბოლოოდ მატჩი “უესკას” გამარჯვებით 2:1 დასრულდა.

ამ მარცხის შემდეგ კაკაბაძის “ხიმნასტიკი” 21 ქულით მე-18 ადილზეა, თუმცა მათ ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული.

კაკაბაძის “ხიმნასტიკი” “ლეონესასთან” დამარცხდა

დღეს ლა ლიგა 2-ის მე-19 ტურის შეხვედრაში “ლეონესამ” “ხიმნასტიკს” უმასპინძლა და დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა მეტოქე.

სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე, რომელმაც სრული მატჩი ჩაატარა, 65-ე წუთზე ყვითელი ბარათი დაიმსახურა, სხვამხრივ კი კლუბს ვერაფრით დაეხმარა. “ლეონენსას” ფეხბურთელები უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდნენ, პირველი გოლი კი 64-ე წუთზე გერიდომ გაიტანა, ხოლო სხვაობა 77-ზე ისააკმა გაზარდა. საბოლოოდ მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

ამ მატჩის შემდეგ კაკაბაძის “ხიმნასტიკი” მე-18 ადგილზეა 21 ქულით, თუმცა მათ ანგარიშზე ერთით ნაკლები შეხვედრაა.

“ხიმნასტიკი” 2:1 “სევილია ბ” – კაკაბაძე სასტარტოში, აბურჯანია განაცხადს მიღმა

დღეს ლა ლიგა 2-ში მე-18 ტურის შეხვედრაში “ხიმნასტიკმა” “სევილია ბ-ს” უმაპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2-1 დაამარცხა მეტოქე.

მასპინძლეთა სასტარტო შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე, რომელმაც სრული მატჩი ჩაატარა და ორივე გუნდის რიგებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. რაც შეეხება “სევილიას” რიგებში მოთამაშე გიორგი აბურჯანიას, ის დღეს განაცხადს მიღმა აღმოჩნდა, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ამის მიზეზი. რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, “ხიმნასტიკი” მე-11 წუთზე მიკელის გოლით დაწინაურდა, რასაც 37-ზე მოლინას გოლი მოჰყვა. სტუმრებმა ანგარიშის შემცირება 76-ე წუთზე შეძლეს, თავი ფერნანდესმა გამოიჩინა. საბოლოოდ “ხიმნასტიკმა” 2:1 დაამარცხა მეტოქე.

ამ გამრჯვების შემდეგ, კაკაბაძის გუნდი მე-15 პოზიციაზეა, ხოლო “სევილია ბ-ს” 13 ქულა აქვს და 21-ე ადგილს იკავებს.

“ხიმნასტიკმა” “ნუმანსია” დაამარცხა – კაკაბაძის სრული მატჩი

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მეთხუთმეტე ტურის შეხვედრა, სადაც “ნუმანსიამ” “ხიმნასტიკს” უმაპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 1-2 დამარცხდა.

სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე, რომელმაც სრული მატჩი ჩაატარა და მინდორზე შესანიშნავად გაისარჯა. თავდაპირველად “ხიმნასტიკი” მე-2 წუთზე დაწინაურდა, თავი ბარიერომ გამოიჩინა, თუმცა მასპინძლებმა ანგარიში მალევე გაათანაბრეს, ამჯერად ბარეირომ ბურთი საკუთარ კარში გაიტანა. განსაკუთრებულად დაძაბული იყო მატჩის მეორე ნახევარი, არცერთ გუნდს არ სურდა ქულების დაკარგვა. 87-ე წუთზე უჩემ “ნუმანსიას” კარში მეორე გოლი გაიტანა და სტუმრებს უმნიშვნელოვანესი ქულები მოუტანა.

ამ მოგების შემდეგ “ხიმნასტიკი” ცხრილში 4 საფეხურით დაწინაურდა და ამჟამად მე-14 პოზიციაზე იმყოფებიან. კაკაბაძის გუნდი მომდევნო მატჩს “ლორკას” წინააღმდეგ 25 ნოემბერს გამართავს.

კაკაბაძის გამარჯვება და სრული მატჩი ესპანეთში

დღეს, კიდევ ერთმა ქართველმა ლეგიონერმა გამართა შეხვედრა თავის კლუბში. ოთარ კაკაბაძის “ხიმნასტიკმა” “კორდობა” დაამარცხა.

“ხიმნასტიკმა” 1-5 დაამარცხა მეტოქე. კაკაბაძე მინდორზე 90 წუთის მანძილზე ირჯებოდა და გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

სეგუნდა დივიზიონში მოასპარეზე “ხიმნასტიკმა” ამ გამარჯვების შემდეგ, გასავარდნ ზონას თავი დააღწია და 11 ქულით მე-17 პოზიციაზე გადაინაცვლა.

კაკაბაძე დანიურ კლუბში იჯარით იასპარეზებს

სულ ცოტა ხნის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ საქართველოს ნაკრების მარჯვენა მცველი, ოთარ კაკაბაძე მომავალი ექვსი თვის მანძილზე დანიურ “ესბიერგში” ითამაშებს. ესპანურ “ხიმნასტიკთან” მიღწეულ შეთანხმებაზე ქართველი ფეხბურთელის ახალი კლუბის ოფიციალური გვერდი იტყობინება.

შეგახსენებთ, რომ 21 წლის სპორტსმენი გასულ ზაფხულს თბილისის “დინამოდან” გადავიდა ტარაგონულ კლუბში. ოთარს არც ისე დიდი სათამაშო დრო ჰქონდა ახალ გუნდში. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ იგი გამოციდლების მისაღებად სხვაგან წავიდა.

აქვე გეტყვით, რომ “ესბიერგი” დანიის სუპერლიგაში 19 ქულით მე-12 ადგილზეა.

ოთარ კაკაბაძე: “ავსტრია ძლიერი გუნდია, მაგრამ მისი დამარცხება შეგვიძლია”

სექტემბერში სტარტს აიღებს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის  საკვალიფიკაციო ეტაპი. ჩვენი ნაკრები პირველ შეხვედრას 5 რიცხვში ავსტრიის წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩი “დინამო არენაზე” 20:00 საათზე დაიწყება.

ზემოთ აღნიშნული თამაშისთვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა გაფართოებული სია უკვე დაასახელა. ამ ჩამონათვალში ესპანური “ხიმნასტიკის” ქართველი ლეგიონერი, ოთარ კაკაბაძეც მოხვდა. Fanebi.Com-ი დაუკავშირდა ახალგაზრდა სპორტსმენს და კომენტარის გაკეთება სთხოვა.

“ავსტრია ძლიერი გუნდია, თუმცა მათი დამარცხება სრულიად შესაძლებელია. მით უმეტეს, ჩვენ სახლში ვთამაშობთ და ეს ნამდვილად დიდი უპირატესობაა.”

“ნაკრების წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრა ძალიან რთული იქნება, რა თქმა უნდა. მთავარია, ყველა თამაშისთვის სერიოზულად და პასუხისმგებლიანად მოვემზადოთ. დანარჩენს დრო გვიჩვენებს.”

ოთარს მის ესპანურ კარიერაზეც ვკითხეთ: “ხიმნასტიკში” ყველაფერი კარგად მიდის. ადაპტაცია საერთოდ არ გამჭირვებია. თავს კომფორტულად ვგრძნობ და განვაგრძობ შრომასა და ბრძოლას, რათა ძირითად თერთმეტეულში ადგილი მყარად დავიმკვიდრო,” – განგვიცხადა ქართველმა სპორტსმენმა.

ლეგიონი: აბურჯანიამ და კაკაბაძემ “ხიმნასტიკის” მაისურით ითამაშეს

30 ივლისს ჩვენებურების “ხიმნასტიკმა” კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრა გამართა. “ნასტიკის” მეტოქე ამჯერად ესპანური “სარაგოსა” იყო. სამწუხაროდ, მოედანზე შეკრებილმა გულშემატკივარმა გოლი ვერ იხილა – მატჩი ფრედ, 0-0 დასრულდა.

რაც შეეხება ჩვენს ლეგიონერებს, კაკაბაძე და აბურჯანია მატჩში 55-ე წუთზე ჩაერთნენ. ოთარ კაკაბაძემ მოედანზე შემოსვლიდან 10 წუთის შემდეგ ყვითელი ბარათი მიიღო.

Manchester-United-534100

მატჩის დაწყებამდე კი “ხიმნასტიკმა” გუნდი მაყურებლებს წარუდგინა. ახალი ფორმატის მიხედვით, ესპანური გუნდის ფეხბურთელები გულშემატკივრებს გაესაუბრნენ და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს:

გიორგი აბურჯანია გულშემატკივრებთან ერთად

Manchester-United-534100

ოთარ კაკაბაძ გულშემატკივრებთან ერთად

Manchester-United-534100

ოთარ კაკაბაძე “ანორთოსისში”?

კვიპროსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ზაფხულში “ანორთოსისის” რიგებს ქართველი მცველი, ოთარ კაკაბაძე შეავსებს.

19 წლის მარჯვენაფლანგელი მიმდინარე სეზონში “დინამოს” ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე და ასაკობრივი ნაკრებების გამორჩეული ფეხბურთელიცაა.

შეგახსენებთ, რომ “ანორთოსისის” ღირსებას ამჟამად ორი ქართველი, გიორგი აბურჯანია და ირაკლი მაისურაძე იცავენ.