„ნეიმარს თანაგუნდელებისგან ბევრი აქვს სასწავლი“

ბილბაოს „ატლეტიკის“ კაპიტანმა ანდონი ირაოლამ „ბარსელონასთან“ ესპანეთის თასის წაგებული ფინალური შეხვედრის შესახებ ისაუბრა. გარდა ამისა, მან კატალონიელთა თავდამსხმელი ნეიმარი გააკრიტიკა, რომელმაც მატჩის ბოლოს თავის გამოსაჩენად რამდენიმე ილეთი შეასრულა.

„ჩვენ ვიბრძოდით, გოლი უნდა გაგვეტანა, თუმცა ყველაფერი მესიმ შეცვალა. ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ამიტომ ითვლება. მესამე გოლმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია, მასზე პასუხი მეტოქეს ძალიან გვიან გავეცით.

ნეიმარი? მისი მოქმედება არასპორტული იყო. ვფიქრობ, თანაგუნდელებისგან მას ბევრი აქვს სასწავლი“, – განაცხადა ირაოლამ.

ოფიციალურად: ირაოლა “ატლეტიკს” ტოვებს

“ატლეტიკის” მცველმა, ანდონი ირაოლამ განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს “სან-მამესს” დატოვებს.

ფეხბურთელმა ინფორმაცია დღეს გამართულ პრესკოფერენციზე დაადასტურა.

“გუნდში ყოველწლიურად რთულდება ბრძოლა სასტარტო შემადგენლობისთვის. გეცვას “ატლეტიკოს” მაისური – სერიოზული მიღწევაა,”-განაცხადა 32 წლის ანდონმა.

მოსალოდნელია, რომ ვეტერანი მცველი კარიერას ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელებს. ირაოლა ბასკურ გუნდში 2003 წლიდან ირიცხებ.