„მილანის“ პრეზიდენტის სილვიო ბერლუსკონის ძმა პაოლო კლუბის ამჟამინდელ ფინანსურ მდგომარეობას აფასებს.
„29 წელიწადში „მილანი“ ტოპ დონის კლუბად ჩამოვაყალიბეთ. თუ ამ კლუბთან ერთადჩინებული თავგადასავალის გაგრძელება გვსურს, ასი მილიონი ევროს დახარჯვა მოგვიწევს. ფინანსური სიტუაციის გათვალისწინებით, ამის შესაძლებლობა არ გვაქვს.
ამ შემთხვევაში საუკეთესო ვარიანტი ახალი ინვესტორის მოყვანა იქნება, რომელიც კლუბში ფულს ჩადებს, რათა ის ძველ დონეზე დააბრუნოს“, – თვლის პაოლო.
შეგახსენებთ, რომ ამჟამად მილანში სპეციალური ვიზიტით ინდონეზიელი ბიზნესმენი ბი ტიჩაბოლი იმყოფება, რომელიც სილვიო ბერლუსკონისთან კლუბის აქციების ნაწილის შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას იწყებს.