ჟიული: “მე არ ვარ ნეიმარი, მე უფრო პედროს ვგავარ”

“ბარსელონას” ყოფილმა ნახევარმცველმა ლუდოვიკ ჟიულიმ კატალონიური გუნდის ამჟამინდელი შეტევითი ხაზი მისი დროის თავდამსხმელებს შეადარა. შეგახსენებთ, რომ ფრანგი ფეხბურთელი “ბლაუგრანას” ღირსებას 2004-დან 2007 წლამდე იცავდა.

“მესი მაშინდელი რონალდინიოა. სამუელ ეტოო ნამდვილი ცენტრფორვარდია, როგორც ლუის სუარესი, თუმცა მე არ ვარ ნეიმარი. მე უფრო პედროს ვგავარ”, – ჟიულის კომენტარი “მუნდო დეპორტივომ” გამოაქვეყნა.